ხდკ /სად და როდის მივიღებ ამანათს?

სად და როდის მივიღებ ამანათს?

ამანათის მიღება

სად მივიღებ ამანათს?

გამოწერილი ამანათის გატანას შეძლებ საქართველოს მასშტაბით 40-ზე მეტი ფილიალიდან. შეკვეთის განთავსებისას მისამართის ველში, მიუთითებ შენთვის სასურველი ფილიალის მისამართს (სურათი 1)

სად მივირებ ამანათს?

გატანის მისამართის ცვლილება შეუძლებელია შეკვეთის დაფიქსირების შემდგომ.

როდის მივიღებ ამანათს?

ამანათის მიწოდების ვადა ინდივიდუალურია და წინასწარვე მითითებულია ნივთის გვერდზე, ხოლო უკვე გამოწერილი ამანათის ტრანსპორტირების დაზუსტებული ვადები და სტატუსები შეგიძლია ნახო შენი ანგარიშის გვერდზე, განყოფილებაში შეკვეთები (სურათი 2)

როდის მივიღებ ამანათს?

ამანათები პირველ რიგში ხვდება ამერიკაში ჩვენს საწყობში, საიდანაც პირველივე სამშაბათის, ხუთშაბათის ან პარასკევის რეისით გამოიგზავნება და გამოგზავნიდან დაახლოებით 1 კვირაში განთავსდება შენ მიერ არჩეულ ფილიალში.

შეიძლება სხვამ მოაკითხოს ჩემს ნივთებს?

დიახ, შესაძლებელია. 
ამისთვის ორი გზა არსებობს:
1.ნივთის გამომტანი ფილიალში შენს პირადობის მოწმობას წარადგენს;
2.გადამზიდი კომპანიას მეილზე მისწერ (info@inexgroup.ge), რომ შენ მაგივრად ამანათს გაიტანს სხვა პირი. (მეილს თან უნდა დაურთო  შენი 
პირადობის მოწმობის სურათი).
        
ზოგადი წესიდან გვაქვს რამდენიმე გამონაკლისი:
1. თუ ხარ არასრულწლოვანი (ამ შემთხვევაში, ნივთის გასატანად ფილიალში უნდა მივიდეს შენი მშობელი/კანონიერი წარმოამდგენელი და
წარადგინოს საკუთარი პირადობის მოწმობა და შენი დაბადების მოწმობა);
2. თუ გამოწერილი გაქვს განსაბაჟებელი ნივთი (ასეთ დროს მესამე პირს, რომელიც შენს ამანათს მიაკითხავს უნდა ჰქონდეს მინდობილობა)
3. თუ კომპანიის სახელით გამოიწერე (ასეთ შემთხვევაში ამანათს გაიტანს კომპანიის დირექტორი, ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც შესაბამის 
მინდობილობას წარადგენს ფილიალში).
      

რამდენ ხანს შემინახავენ ნივთს ფილიალში?

ამანათი ფილიალში დაყოვნდება მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში. თუ უფრო ხანგრძლივი ვადით გსურს შენახვა, უნდა დაგვიკავშირდე ცხელ 
ხაზზე 0322 88 07 06
            
გაფრთხილება:
თუ შენი ნივთი განბაჟებას ექვემდებარება, განბაჟების გადასახადი უნდა დაიფაროს ჩამოსვლიდან 1 თვის განმავლობაში, ამიტომ სჯობს 
დროულად მიაკითხო ნივთს

რა მოხდება, თუ გადასცდება მიწოდების ვადებს?

სანერვიულო არაფერია!
მთავარია, ვადის გადაცილებიდან 10 დღის განმავლობაში მოგვმართო. ჩვენი ტექნიკური ჯგუფი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით 
დაუკავშირდება გამყიდველს და თუ იბიჯის მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში არ გამოიგზავნება ამანათი, ავტომატურად გაუქმდება 
შეკვეთა და საიტის ბალანსზე დაგიბრუნდება ნივთის ღირებულება.

საიდან ვაკონტროლებ ამანათების მდებარეობას?

ამანათის ადგილმდებარეობისა და სტატუსის შესახებ ინფორმაცია განახლდება შენი ანგარიშის გვერდზე, შეკვეთების განყოფილებაში. ასევე 
მიიღებ შეტყობინებას მეილზე და იმ ნომერზე, რომლითაც დარეგისტრირდი. 
ამანათის სტატუსები: (სურათი 3)
1.ნაყიდი - ნივთზე შეკვეთა დაადასტურე, მაგრამ ამერიკის საწყობში ჯერ არ მიუღიათ.
2.მიღებული - შენი ამანათი ამერიკის საწყობს მიეწოდა და პირველივე რეისით გამოიგზავნება სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს  (სურათი 3)
3.გამოგზავნილი - ნივთი გზაშია და ფილიალში განთავსდება  (თბილისში 4-5 დღეში, რეგიონში 6-7 დღეში).
4.ჩამოსული - ნივთი უკვე ფილიალშია და ტრანსპორტირების საფასურის გადახდის შემდეგ, შეგიძლია გასატანად მიაკითხო.
5.გატანილი - ნივთი გატანილია.