ხდკ /როგორ შევიძინო?

როგორ შევიძინო?

შეძენილი პროდუქცია შეიცვლება, თუ მას საიტზე მოცემული აღწერილობისგან განსხვავებულს მიიღებ. მთავარია, პრობლემის შესახებ მოგვმართო დროულად, ამანათის ჩაბარებიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში. შემცვლელ ამანათს მიიღებ პრობლემის დაფიქსირებიდან 1 კვირის განმავლობაში.

შეკვეთა გაუქმდება და გადახდილი თანხა სრულად დაგიბრუნდება, თუკი ამანათი არ მოგეწოდება საიტზე მოცემული აღწერილობით და ვერ მოხერხდება მისი დროული ჩანაცვლება.

როგორ მოვიქცე, თუ ამანათი დროულად ვერ მივიღე?

იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ვადა უშედეგოდ გავა, უნდა მოგვმართო ვადის გადაცილებიდან 10 დღის განმავლობაში. ჩვენი ტექნიკური ჯგუფი დაუკავშირდება გამყიდველსა და გადამზიდ კომპანიას, ხოლო თუ დამატებით დანიშნულ გონივრულ ვადაში არ მოგეწოდება შენაძენი, სრულად დაგიბრუნდება მისი ღირებულება.

როგორ მოვიქცე, თუ აღწერისგან განსხვავებული ამანათი მივიღე?

თუ ამანათს არ მიიღებ იმ მდგომაროებით, სპეციფიკაციითა და რაოდენობით, რაც აღწერილობაში იყო მითითებული, აუცილებლად უნდა დაგვიკავშირდე ნივთის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში და გამოგვიგზავნო დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეო მასალა. ჩვენი ტექნიკური ჯგუფის აგენტი შენი სახელით დაუკავშირდება გამყიდველს და დაგეხმარება პრობლემის მოგვარებაში. იბიჯის პროდუქციაზე გამყიდველის საერთაშორისო გარანტია არ ვრცელდება

როგორ შეიძლება პრობლემური ნივთის საქმე გადაწყდეს ?

პრობლემის მოგვარება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ზიანის რაოდენობასა და სხვაგვარ გარემოებებზე, თუმცა არსებობს რამდენიმე მკვეთრად გამოკვეთილი მოგვარების გზა:

  • 1. გამყიდველმა დაგვიბრუნოს დაზიანებული/აღწერისგან განსხვავებული ნივთის ღირებულება;
  • 2. გამოგვიგზავნოს შემცვლელი ამანათი
  • 3. ნივთის ღირებულება აგვინაზღაუროს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნივთი უკან გაიგზავნება;
  • 4. შემოგვთავაზოს კომპენსაცია, ღირებულების გარკვეული ნაწილის დაბრუნება, პრობლემის შესაბამისად.