ხდკ /საგარანტიო პირობები

საგარანტიო პირობები

საგარანტიო პირობები

საგარანტიო ტალონი ავალდებულებს გამყიდველს შეცვალოს ან შეაკეთოს ნივთი, ან გააუქმოს შეკვეთა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობების შესაბამისად:

წუნდებული ნივთი ჩანაცვლდება:

თუ შეძენილი ნივთის გადაცემისას დაფიქსირდება ვიზუალური დეფექტი. ვიზუალური დეფექტის შესახებ მყიდველმა უნდა განაცხადოს ნივთის მიღების დღესვე. აღნიშნული ვადის გაშვების შემთხვევაში, ვიზუალური წუნის მიზეზით ნივთი აღარ დაექვემდებარება ჩანაცვლებას.განცხადების დასაფიქსირებლად მყიდველი უნდა დაუკავშირდეს კომპანიის ცხელ ხაზს: 2 423 443 გაგზავნოს ელ. შეტყობინება მისამართზე Order24@ebg.ge

თუ ნივთის გადაცემიდან 2 დღის ვადაში გამოვლინდა ქარხნული წუნი.(ქარხნული წუნის არსებობა დასტურდება კომპანიის მიერ რეკომენდებული სერვის ცენტრის დასკვნის საფუძველზე)

თუ კომპანიის მიერ რეკომენდებული სერვის ცენტრი ვერ შეაკეთებს ნივთს 45 კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება არსებული ნივთის ჩანაცვლება, გამყიდველი კომპანია ვალდებულია დაიბრუნოს ნივთი და აუნაზღაუროს მყიდველს ნასყიდობის თანხა. ჩანაცვლებისთვის აუცილებელია მყიდველმა წარმოადგინოს შეძენილი ნივთი/ნივთის ყველა აქსესუარი გაყიდვისას არსებული მდგომარეობით.

საგარანტიო მომსახურება მოიცავს:

თუ ქარხნული წუნის აღმოჩენა მოხდა პროდუქტის შეძენიდან ორი სამუშაო დღის გასვლის შემდგომ, ნივთი ექვემდებარება შეკეთებას. შეკეთებას ახორციელებს კომპანიის სერვის ცენტრი. კომპანია "იბიჯი" აანაზღაურებს მომსახურებასა და ნივთის ტრანსპორტირების ღირებულებას. მომსახურების მისაღებად საჭიროა მყიდველი დაუკავშირდეს კომპანიის ტექნიკურ ჯგუფს ცხელ ხაზზე: 2 423 443 გაგზავნოს ელ. შეტყობინება მისამართზე Order24@ebg.ge

სრული საგარანტიო ვადა განისაზღვრება 1 წლით, რომელიც აითვლება ნივთის ჩაბარების დღიდან.

გარანტია არ ვრცელდება: ძირითადი ნივთის აქსესუარებზე/საკუთვნებლებზე.

საგარანტიო მომსახურება უქმდება თუ:

  • გასულია საგარანტიო ვადა;
  • მოწყობილობას აღენიშნება მექანიკური დაზიანება;
  • დაზიანება გამოწვეულია მექანიზმის დანესტიანებით, ელ. ქსელის გაუმართაობით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, კოროზიით, კომპანიის მიერ არარეკომენდებული სერვის ცენტრის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად;
  • დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ებ)ის მიერ;
  • საგარანტიო ტალონში ან ნივთის კორპუსზე არ იკითხება სერიული ნომერი/იმეი კოდი;
  • მყიდველმა არ დაიცვა ექსპლუატაციის წესები;
  • მყიდველმა ნივთი არ წარმოადგინა ყიდვისას არსებული კომპლეტაციითა და მდგომარეობით;
  • საგარანტიო სერვისის მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად მყიდველი წინასწარ არ დაუკავშირდა კომპანიის ტექნიკურ ჯგუფს ცხელ ხაზზე: 2 423 443 ან/და არ გააგზავნა ელ. შეტყობინება მისამართზე Order24@ebg.ge